საავტომობილო საწვავის ხარისხი 

საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. ქვეყნის მასშტაბით 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა. ბენზინის სინჯები კი სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
გამოვლენილ დარღვევებზე დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ჯამური ოდენობა ერთ მილიონ ლარზე მეტია.