საავიაციო ფორუმი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტალიაში მიმდინარე საავიაციო ფორუმში მონაწილეობს. ღონისძიებას ევროპის 65-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი წამყვანი ავიაკომპანიისა და აეროპორტის წარმომადგენელი ესწრება. დაგეგმილია 5 000-ზე მეტი პირისპირ შეხვედრა.

ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს, რომელიც თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-სთან ერთად, სტენდით არის წარმოდგენილი. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, იმართება შეხვედრები როგორც საქართველოს ბაზარზე მოქმედ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტნიორებსა და აეროპორტებთან.