საავადმყოფოებში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა

მკვეთრად არის გაზრდილი სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა. იაშვილის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის ცენტრის ექიმის ინფორმაცით, საავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს.

ძირითადად, ცირკულირებს „ბე ტიპის ვირუსი“, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე „A ტიპის ვირუსი“. ექიმების განმარტებით, სიმძიმე, ძირითადად, განპირობებულია მაღალი ტემპერატურითა და ხშირ შემთხვევაში, ფილტვების ანთებით. რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, მედიკოსები ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ.