სააკაშვილი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი კვლავ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში რჩება. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში არ მომხდარა. გუშინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მოინახულა. გარდა ამისა, მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და მიიჩნევენ, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ.