სააკაშვილი ამერიკელმა ექიმმა მოინახულა

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან აშშ-დან მოწვეული ექიმი იმყოფება. კლინიკა „ვივამედში“ ეს ჯეიმს კობის რიგით მეორე ვიზიტია, ის კლინიკაში გვიან ღამითაც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ექსპერტთა ჯგუფი მუშაობას ისევ აგრძელებს. მანამდე კი სააკაშვილს შეხვდა მისი ადვოკატი. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს გადაადგილება უჭირს და ვერც საკვებს ჭამს. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯეიმს კობის დასკვნა საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.