რუსთავის „ცხელების ცენტრში“, ამ დროის მონაცემებით, 13 პირია მოთავსებული

ახლა ვნახოთ რა ხდება ქვემო ქართლში, დავიწყოთ რუსთავით – „ცხელების ცენტრში“, ამ დროის მონაცემებით, სულ 13 პირია მოთავსებული. მათი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს, დღის განმავლობაში გაიგზავნება.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, რუსთავში ამ დროისთვის იზოლაციაში 70 პირი იმყოფება. ასევე, დღეს რუსთავის მერიამ სპეციალური ქოლცენტრიც აამოქმედა.

ვაკო ორმოცაძე ბოლო ინფორმაციით რუსთავიდან.