რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლების გაფიცვა

12:20, 02.02.2026
რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლების გაფიცვა ისევ გრძელდება, დღეს პროტესტის მეოთხე დღეა. ისინი ხელფასების 300 ლარით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულია ქარხნის 1 000-ზე მეტი თანამშრომელი. ამ დროისთვის გაჩერებულია ყველა საწარმო, მათ შორის ჟანგბადის წარმოებაც. თანამშრომელთა განმარტებით, ადმინისტრაცია მათ ხელფასების მხოლოდ მიზერული რაოდენობით, სამი პროცენტით ზრდას დაჰპირდა, რაც მათთვის მიუღებელია.
შერბილების თქმით, პროტესტს გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გაფიცულების განმარტებით, ჟანგბადის მწარმოებელი საამქრო, რომელიც საავადმყოფოებს ამარაგებს, თავად ადმინისტრაციამ გააჩერა. შესაბამისად, ისინი პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ. „რუსთავის აზოტში“ ამ დროისთვის გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი