რუსეთის სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქებზე

ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავიაიერიში უკრაინაზე.

დილიდან ამ დრომდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სიგნალია ჩართული. დაიბომბა კიევი, ხარკოვი, ლვოვი და სხვა დიდი ქალაქები და დასახლებული პუნქტები. სამიზნე გახდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. დედაქალაქში არიან დაშავებულები. კიევის თითქმის ნახევარი და ლვოვის უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ომის დაწყებიდან ათი თვის თავზე საომარი მოქმედებების მოლაპარაკების გზით დასრულების პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია. რუსეთის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ აპრილის შემდეგ ზელენსკიმ მოლაპარაკებების პროცესი დასავლეთის იძულებით შეწყვიტა.