რუსეთის საომარი მოქმედებების 27-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან

„მოამბე“ უკრაინიდან.

ჩვენი გადამღები ჯგუფი ლვოვში მუშაობს. ქალაქში პერიოდულად განგაშის სიგნალი ირთვება. 18 მარტის შემდეგ ლვოვში სიტუაცია შედარებით მშვიდია. ოთხი დღის წინანდელი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ქალაქი ავიაიერიშის სამიზნე აღარ გამხდარა. შედარებით უსაფრთხო ვითარების გამო ქვეყნის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარე ლვოვს უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის დედაქალაქიდან, უამრავი მოქალაქე აფარებს თავს. მოწყობილია თავშესაფრებიც, რომელსაც მოსახლეობა დაბომბვის მანიშნებელი სიგნალის ჩართვისთანავე მიმართავს. ლვოვის შესასვლელში უკრაინელ სამხედროებს ბლოკ-საგუშაგოები აქვთ მოწყობილი, მოწმდება ყველა შემსვლელ-გამომსვლელი. ლვოვში იმყოფებიან ქართველებიც. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლვოვიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ავტობუსების სპეციალური რეისები დაინიშნა.

რატი ხვისტანი და დათო ცირიკიძე მუშაობენ უკრაინის ქალაქ ლვოვში.