რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში – დასავლეთის რეაქცია

21:25, 13.10.2022

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებს არ წყვეტს.

დღეს საღამოს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე გახდა ლვოვი, სადაც სამხედრო ობიექტი დაზიანდა. მასირებული საჰაერო თავდასხმების ფონზე ნატოს წევრი ქვეყნები და უკრაინის პარტნიორები კიევს ანტისარაკეტო სისტემების მიწოდებას დაჰპირდნენ და საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზეც შეთანხმდნენ. „პუტინი არა უკრაინას, არამედ მთელ დასავლეთს უპირისპირდება“ – ასეთია ნატოს პოზიცია. ევროკავშირიდან კი რუსეთს აფრთხილებენ, რომ, თუ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რუსულ არმიას განადგურება ელის. კიდევ ერთი საერთაშორისო რეაქცია – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

 

მსგავსი