რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 120-ე დღე

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ძალები ლისიჩანსკს ხუთი კილომეტრით მიუახლოვდნენ. ქალაქის მიმართულებით ოკუპანტების წინსვლას ადასტურებს ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. სერგეი გაიდაის ცნობთ, ლისიჩანსკი-ბახმუტის ავტომაგისტრალზე მოქალაქეებისთვის გადაადგილება შეუძლებელია. ისევ არ წყდება შეტაკებები სევეროდონეცკში. გასული დღე-ღამის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო იერიშები ხორციელდებოდა დონეცკის, ლუგანსკის, ოდესის, ხარკოვის, სუმის ოლქების ქალაქების მიმართულებით. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში რუსეთის დარტყმებს 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მისი ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები იზიუმის აღებას შტურმით ცდილობენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლით 20 რუსი სამხედრო მოკლეს, ასევე ხერსონის ოლში განადგურებულია საბრძოლო მასალების ორი საწყობი.

დატოვე კომენტარი