რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გაერო-ს გენერალური მდივნის მცდელობა ჯერ უშედეგოა – „აზოვსტალის“ ქარხნიდან საევაკუაციო გეგმა ამ დრომდე არ ამოქმედებულა.

ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის პროცესში პირადად არის ჩართული ანტონიო გუტიერეში, რომელიც მოსკოვსა და კიევში იმყოფებოდა. დაბომბილ ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები და დაჭრილი მებრძოლები უმძიმეს პირობებში რჩებიან. საველე ჰოსპიტალზე მიტანილი გუშინდელი ავიაიერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. მსხვერპლია კიევშიც. უკრაინის დედაქალაქზე სამი სარაკეტო დარტყმა მოხდა. კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად არიან დაჭრილები. ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით გაძლიერებული შეტევები გრძელდება. ინტენსიურად იბომბება დასახლებული პუნქტები.