რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაშვებულმა ექსპერიმენტულმა ბალისტიკურმა რაკეტა „ორეშნიკმა“ ომის მიმდინარეობა შეცვალა. კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ, შესაძლოა, მორიგი შეტევის სამიზნე ევროპის სხვა ქვეყნები გახდეს. უკრაინა კი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს შეერთებულ შტატებს სთხოვს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არსებობს შანსი, რომ ომი მომავალ წელს დასრულდეს. უკრაინის პრეზიდენტი ახლა მკაფიო გეგმებს შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან ელოდება. პარალელურად, არსებობს ვარაუდი, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, რომლებიც კურსკის ოლქში იმყოფებიან, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უახლოეს მომავალში ჩაერთვებიან.

თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.