რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია – ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევსა და სხვა რეგიონებში. ღამით რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 39 უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. მათგან 29-ის ჩამოგდება უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს. პარალელურად, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინასა და გერმანიას შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

გერმანია დიდი შვიდეულის იმ ხუთ ქვეყანას შეუერთდა, რომლებთანაც უკრაინას ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ.