რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ღამით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმოდა ისევ ოდესის რეგიონში. რუსეთი 13-ჯერ დაესხა თავს სუმის სასაზღვრო რაიონებს, დაფიქსირდა 56 აფეთქება და დაბომბეს 12 დასახლება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბრძოლები გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით და ორივე მხარე ცდილობს შეტევას.

უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, ხოლო რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით.