რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ სუმის რაიონში დაბომბვის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაიჭრა. დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა 16 დაბომბვა განახორციელეს. დაფიქსირდა 76 აფეთქება. საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის რამდენიმე ოლქში.

ოდესაში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. ხერსონში ჭურვების სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა შვიდი. გასული დღის განმავლობაში უკრაინელებმა მოახერხეს 14 ჯავშანტექნიკისა და 21 საარტილერიო სისტემის განადგურება.

უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას მადლობა გადაუხადა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ განაგრძობს მათთან მოლაპარაკებებს საჭირო საკითხებზე.