რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

მორიგი მასირებული შეტევა უკრაინის დედაქალაქზე.

ყირიმიდან გაშვებული 36 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, თუმცა არიან დაშავებულები, თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქი ოდესა, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონები. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ქალაქი ბახმუტია. რუსეთის შეირაღებული ძალების არაერთი მცდელობის მიუხედავად, დონეცკის ოლქის ქალაქის აღებას ოკუპანტები მაინც ვერ ახერხებენ. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის ბოლო ყველაზე მსხვილი ცენტრი დონეცკში, რომელიც მოწინააღმდეგეებმა ამ დრომდე ვერ დაიკავეს.

რუსეთის ავია-შეტევების ფონზე უკრაინის დედაქალაქი მაღალი რანგის სტუმრის მისაღებად ემზადება.