რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რა დანაკარგები აქვთ რუსეთს და უკრაინას ომში, რომელიც ერთი წლის და ორი თვის წინ დაიწყო.

ქვეყნდება ამერიკული დაზვერვის და „ბიბისის“ ახალი მონაცემები, სადაც, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რუსეთის მხრიდან საკმაოდ დიდ ზარალზე და წარუმატებელ სამხედრო ოპერაციებზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ ცხელ წერტილებში რუსეთი ვერც ერთი მიმართულებითვე აღწევს პროგრესს და დანაკარგებიც გაორმაგებულია, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მორიგ იერიშებს აანონსებს. თავის მხრივ აღმოსავლეთ რეგიონებში კონტრშეტევებისთვის ემზადება უკრაინული მხარეც. შესაბამისად კიევის მხრიდან დასავლეთის მიმართ თანამედროვე თვითმფრინავების და შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების დროულად მიწოდების მოთხოვნა სულ უფრო ძლიერდება.