რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

დიპლომატიური ძალისხმევის და რუსეთის მიმართ მკაცრი მოწოდებების მიუხედავად, უკრაინის ქალაქები ისევ ავიადარტყმების და საარტილერიო თავდასხმების სამიზნეა.

იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, იბომბება საცხოვრებელი კორპუსები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ნანგრევებადაა ქცეული რამდენიმე ქალაქი. გასულ ღამეს ჭურვები ჩამოცვივდა ლვოვშიც. უმძიმესი იყო სწორედ ამ ქალაქიდან გავრცელებული ფოტო – საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინის სხვადასხვა ქალაქში დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად ლვოვის ცენტრში დღეს 109 ცარიელი საბავშვო ეტლი მიიტანეს. მთავარი ცხელი წერტილები კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, სუმი და ჩერნიგოვია. მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარება ისევ არ მიეწოდება ალყაშემორტყმულ მარიუპოლს. დასავლეთი რუსეთს ზეწოლის გაძლიერებით და ახალი სანქციებით ემუქრება.