რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოთხი დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს – ინფორმაციას გენერალური შტაბი ავრცელებს. ოპერატიული სარდლობის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხრეთის მიმართულებით, გასულ დღეს, რუსების საბრძოლო მასალის სამი საცავი, ვერტმფრენი და სამი საწყობი გაანადგურეს. როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტი იტყობინება, ოკუპანტების მხრიდან სარაკეტო და დრონებით დარტყმების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სამხედრო ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსეთი ხერსონიდან სამხედროების ევაკუაციას არ გეგმავს.