რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

კამიკაძე დრონები კიევისკენ და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები – ერთი კვირის შემდეგ კიევი ისევ მასირებული საჰაერო თავდასხმების სამიზნეა.

უკრაინის დედაქალაქზე ავიაიერიშები დილიდან განახლდა. დაიბომბა საცხოვრებელი სახლი, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებენ. კიევის მიმართულებით 30-მდე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. აფეთქებების ხმა გაისმა უკრაინის კიდევ ორ ოლქში. განადგურებულია რამდენიმე ენერგო-ობიექტი, შედეგად უკვე რამდენიმე საათია დაბომბილი ოლქების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კიევში პერიოდულად საჰაერო განგაშის სიგნალი ირთვება. მორიგი თავდასხმების საფრთხის გამო ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ევროპელ კოლეგებს დღეს თავშესაფრიდან მიმართა.