რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა კიევის ოლქი „კამიკაძე“დრონებით დაბომბეს. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სავარაუდოდ, ირანის ისლამური რევოლუციის სამხედროები გადაისროლა, რომელთაც რუს მებრძოლებს „კამიკაძე“ დრონების გამოყენება უნდა ასწავლონ. მანამდე კი, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 324 ჭურვი ესროლეს. ეს ქალაქი ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს. გენშტაბის ცნობით, თავდასხმების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. როგორც გენშტაბში განმარტავენ, მოწინააღმდეგე შეტევების განხორციელებას ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით ცდილობს, თუმცა მათ თავდასხმების მოგერიება შეძლეს. გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში, უკრაინულმა ძალებმა, დღის განმავლობაში ათი ირანული დრონი ჩამოაგდეს და 27 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.