რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომის 154 დღე – უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის ყველაზე ცხელი ფრონტი ახლა ბახმუტის, სევერსკის, სლავიანკისა და კრამატორსკის რაიონებშია. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ხარკოვზე. ქალაქის მერის განცხადებით, ქალაქი მძიმე არტილერიით დაიბომბა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. მერის თქმით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის ინდუსტრიული ობიექტები იყო.

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, უკრაინელებმა საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლეს ანდრეევკა და ლოზოვოე. უკრაინულმა ავიაციამ რუსების წინააღმდეგ ოთხი სარაკეტო იერიში განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ანტონოვსკის ხიდი გაანადგურეს, რომლის მეშვეობითაც, რუსებს უკან დახევის გზა მოუჭრეს.