რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და ცენტრის ყველა შენობის, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებული შენობების დათვალიერების უფლებას და ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე წვდომას მოითხოვს.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება ულტიმატუმს აყენებს, რომ ვიზიტი ორმხრივ ფორმატში უნდა შედგეს და ცენტრში აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლების გარდა, სხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების წევრები პროცესს არ უნდა ესწრებოდნენ. საქართველო რუსეთის მოთხოვნას ვიზიტის შესახებ, უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არის, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, თუმცა, ეს კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად უნდა მოხდეს.