რუსეთის იერიშები უკრაინის ელექტროსადგურებზე

უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმის საფრთხე ნარჩუნდება.

კიევში დილიდან პერიოდულად განგაშის სიგნალი ირთვება. მოქალაქეების დიდი ნაწილი თავშესაფრებში რჩება. ბოლო ერთ დღეში რუსეთის ავიაიერიშების სამიზნე გახდა სუმის ოლქი, სადაც საცხოვრებელი სახლებიც დაბომბეს. სარაკეტო დარტყმები მოხდა მიკოლაევზე. ქვეყანაში ენერგოკრიზისია. ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ რუსეთის საპასუხო მასირებული საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურებულია უკრაინის ენერგოობიექტების ნაწილი. მოსახლეობას დენი და გაზი შეფერხებებით მიეწოდება.