რუხის საავადმყოფოს განვითარების გეგმა

12:25, 05.01.2026

ჯანდაცვის მინისტრმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რუხის კლინიკაში მყოფი პაციენტები მოინახულეს. მედპერსონალსა და პაციენტებს შობა-ახალი წელი მიულოცეს. ისაუბრეს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. წარადგინეს პრეზენტაციაც, სადაც საავადმყოფოს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ 2025 წელს კლინიკა 25 000 პაციენტს მოემსახურა, მათ შორისაა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობა.

მსგავსი