რთველი რაჭაში

15:30, 14.10.2026

კახეთის შემდეგ, რთველმა რაჭაში გადაინაცვლა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი. მთავრობა ყურძენს რაჭაშიც ასუბსიდირებს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ, არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. მიმდინარე წელს რაჭა-ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.

მსგავსი