რთველი რაჭაში
რაჭაში რთველი დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 2 000 ტონა ყურძენი. მოსავალი 1.200-მა მევენახემ დააბინავა, პროცესში 50-მდე ღვინის საწარმო იყო ჩართული. რაჭაში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.