რთველი კახეთში
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მევენახეები მოსავალს შეფერხების გარეშე აბინავებენ – 2 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 3 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს.
24-საათიან რეჟიმში მუშაობს რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც განთავსებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში. საკოორდინაციო შტაბში 200-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.