რთველი კახეთში

15:30, 30.09.2026

კახეთში ამ დროისთვის გადამუშავებულია 121 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, მაღალი და საშუალო ხარისხის 120 054 ტონა, ხოლო მკვახე და უხარისხო მხოლოდ 946 ტონა ყურძენია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 21 ლოკაციაზე იბარებს. წელს კახეთში  320 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

მსგავსი