„რთველი 2026“
კახეთში რთვლისთვის აქტიური სამზადისი დაიწყო – გაიხსნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფაში დაეხმარება. წელს პირველად რეგიონში რეკორდულ მოსავალს – 300 000 ტონა ყურძენს ელოდებიან. უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების რეგისტრაცია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს ჩაიბარებს. ჯიშებისა და შაქრიანობის მიხედვით ფასები სხვადასხვაა. ხელისუფლება ადგილობრივებს ჭარბი პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების პირობას აძლევს. ყურძნის კრეფა რეგიონში თვის დასაწყისში დაიწყება.