„რთველი 2026“
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია – 5 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 168 ათასი ტონა ყურძნიდან 167 ათასი ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა, რაც მთელი მოსავლის 99%-ია. ყურძნის მხოლოდ 1%-ია უხარისხო და მკვახე. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრ დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხარისხიანი ყურძნისგან დამზადებული ღვინო კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციებს საერთაშორისო ბაზრებზე.