რთველი 2026

12:28, 28.09.2026

დღეის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსავალი 7 000-მდე მევენახემ დააბინავა. სააგენტოში აცხადებენ, რომ გადამუშავებული 100 ათასი ტონა ყურძნიდან – 70 ათას ტონამდე მაღალი კონდიციისა და ხარისხისაა, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და დაუმწიფებელი. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს. საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

მსგავსი