რთველი 2025 კახეთში
კახეთში რთველი მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რთველის მიმდინარეობას გურჯაანში გახსნილ რთველის საკოორდინაციო შტაბში გაეცნო. სამუშაო შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების პროცესის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
6 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300-მდე ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან. აღსანიშნავია, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია არ გაიცემა.