წელს რთველის მოსავალი პროგნოზირებულზე გაცილებით მაღალი იქნება და სავარაუდოდ 300 ათას ტონას მიაღწევს – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ავრცელებს.
მისი თქმით, გაზრდილია დღე-ღამური გადამუშავების მაჩვენებელიც და საწარმოები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ. შემუშავებულია რიგების კონტროლის მიზნით სპეციალური სქემა, რომლის მიხედვითაც, ფერმერები საწარმოებში ყურძნის ჩაბარებას დროულად შეძლებენ. რთველი 2025 კახეთში, სავარაუდოდ, ორ კვირაში დასრულდება.