კორონავირუსი - რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები კიდევ შვიდი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. გამოვლინდა ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 35 863 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 23 896, „პისიარ“ ტესტი – 11 967. გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 3,03%.

როგორ ხვდება „კოვიდ-19“-ის მესამე ტალღას ჰოსპიტალური სექტორი? გაიზარდა თუ არა პაციენტების მიმართვიანობა, თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის დეტალებს.