რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ბათუმში, კლინიკა „ბაუში“ 28-დღიანი მკურნალობის მიუხედავად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული დედა-შვილი გარდაიცვალა. 50 წელს ზემოთ მყოფი ქალი და 30 წლის მამაკაცი ვაქცინირებულები არ იყვნენ. კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, ისინი დაწესებულებაში მოთავსებისას ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, დაავადება კი აგრესიულად მიმდინარეობდა, რის გამოც მათი მდგომარეობა სულ უფრო მეტად უარესდებოდა.

ირკვევა, რომ დედა-შვილს მძიმე თანმხლები დაავადება არ ჰქონდა.