რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით იზრდება. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 21.56 % შეადგინა. ახალი კორონავირუსი კიდევ 41 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 135 243 მიმდინარე აქტიური შემთხვევა გვაქვს. აქედან 5 084 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმეა 1 033 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი.