რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში „ომიკრონის“ გააქტიურების შედეგად ეპიდსიტუაცია უკიდურესად მძიმდება – ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც მორიგი ანტირეკორდია. გარდაიცვალა 42 პაციენტი. შემაშფოთებელია დადებითობის დღიური მაჩვენებელიც, რომელმაც 17.28% შეადგინა. ბოლო 24 საათში მხოლოდ თბილისში 6 027 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით შემდეგია იმერეთი 1 323 ახლად ინფიცირებულით და აჭარა 1 167 შემთხვევით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 70 ათასს აღემატება, საიდანაც საავადმყოფოებში 4 500-მდე ადამიანი მკურნალობს. ქვეყნის მასშტაბით მძიმედ 989 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.

ეპიდემიოლოგების პროგნოზი მართლდება. სპეციალისტები დღიურად ათი ათასობით შემთხვევის დადასტურებას იანვრის ბოლოდან ვარაუდობდნენ. მზარდია კორონავირუსის დადასტურების მაჩვენებელი ბავშვებშიც. რაში ხედავენ გამოსავალს მედიკოსები და როგორ აფასებენ გართულებულ ეპიდვითარებას, ამას თათია ტაბეშაძე გვეტყვის.