რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

„კოვიდ-19“-ის ახალი შტამის მახასიათებლები აჩვენებს, რომ ვირუსის მუტაციებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო აუცრელი მოქალაქეები არიან – ასეთია საერთაშორისო თუ ადგილობრივი მედიკოსების შეფასება „ომიკრონთან“ დაკავშირებით. ეს შტამი სამხრეთ აფრიკაში, დაბალი იმუნური ფენის ქვეყანაში გაჩნდა და რეინფიცირების მაღალი რისკით ხასიათდება.

რამდენად ეფექტიანია არსებული ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ და რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს მოახლოებული დღესასწაულების წინ – თათია ტაბეშაძე დეტალებით.