რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია კიდევ 63 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6,88%-ია. კლინიცისტები აცხადებენ, რომ თერაპიულ განყოფილებებში თავისუფალი ადგილები არის, თუმცა, რეანიმაციული ბლოკები გადატვირთულია. სიტუაციას ასევე მსოფლიოს 40 ქვეყანაში გავრცელებული ახალი შტამის საფრთხე ართულებს.

როგორია „ომიკრონისგან“ დაცვის მექანიზმები და რა რეკომენდაციებს გასცემენ სპეციალისტები, მარიამ სეთურიძე გვეტყვის.