რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ეპიდემიური ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა. მაღალია ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი და ის 6,42 პროცენტს შეადგენს. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების ძალიან საყურადღებო ეტაპზე გადადის.

როგორ აფასებენ ეპიდსურათს სპეციალისტები, მარიამ სეთურიძე გვეტყვის.

დატოვე კომენტარი