რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი – საქართველოში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9,79%-ია. აგვისტოს შემდეგ, დღიურად ამ რაოდენობის ინფიცირებული არ აღრიცხულა. სააღმზრდელო პროცესი უკვე შეწყდა 84 ბაღში. სწავლა შეჩერდა სხვადასხვა სკოლების 100-ზე მეტ კლასში.

გამკაცრდება თუ არა ქვეყანაში რეგულაციები გართულებული ეპიდვითარების გამო – გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

მარიამ სეთურიძე დეტალებით.