რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კლინიკა „ბომონდში“ მოთავსებული ახალშობილი ტყუპების მდგომარეობა ისევ მძიმეა. ისინი რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის შვილები არიან. ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება ერთი ჩვილი ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშიც. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვს თანდაყოლილი დაავადებები აღენიშნება.

ჯამში, კლინიკაში 170-მდე ინფიცირებული მკურნალობს. მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მშობლები და ძირითადი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ირკვევა, რომ კლინიკაში მოთავსებული დაავადებული ბავშვების მშობლებიდან უმრავლესობა აცრილი არ არის. ამავე საავადმყოფოში გუშინ ერთი ჩვილი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი