როგორ გადაადგილდებოდნენ დღეს მოქალაქეები, ვინ გააკონტროლებს მგზავრთა ნაკადებს და როდის აღდგება ქალაქებს შორის გადაადგილება

ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება – ორთვიანი შეზღუდვის შემდეგ, მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას დღეიდან ისევ ემსახურება. მგზავრთა რაოდენობის მხრივ, აკრძალვები დაწესებული არ არის. პირველ ეტაპზე ნაკადები გაკონტროლდება, მთავარი მოთხოვნა კი პირბადის ტარებაა, რის გარეშე მოქალაქეები მეტროში, ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში არ დაიშვებიან.

პირველ დღეს დატვირთვა არცთუ მაღალი იყო. უკვე 8 ივნისიდან კი ტრანსპორტით ქალაქებს შორის გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება. სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხედავენ ეპიდემიოლოგები ყველაზე დიდ რისკს, რის გამოც მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.