რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი იზრდება

12:30, 24.02.2025

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი იზრდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 2025 წლის იანვარში, კომპანიამ, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14%-ით მეტი – მილიონ ასოცდასამი ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა. 30 პროცენტით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის შემოსავალი სატვირთო, ხოლო 37 პროცენტით – საკონტეინერო გადაზიდვებიდან. როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, კომპანიის მიზანია ზრდის ამგვარი ტენდენციის შენარჩუნება.

 

მსგავსი