რკინიგზამ ათი ახალი სამანევრო თბომავალი იყიდა
საქართველოს რკინიგზამ ათი ახალი სამანევრო თბომავალი პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ისინი თანამედროვე ციფრული სისტემებით იქნება აღჭურვილი. არის ენერგოეფექტიანი და გარემოსდაცვით სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. შესყიდვით საქართველოს რკინიგზა თბომავლების პარკს ანახლებს. ახალი სარკინიგზო ტექნიკა კომპანიას სადგურებსა და სატვირთო ტერმინალებში სამანევრო სამუშაოების უფრო ეფექტიანად მართვის საშუალებას მისცემს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რკინიგზა მოძრავ შემადგენლობას შუამავალი კომპანიების გარეშე, უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან ყიდულობს, რაც შესყიდვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.