რესტორატორების პროტესტი

პროტესტის ნიშნად დღეს 200-მდე რესტორანი მიტანის სერვისს აჩერებს. როგორც ცნობილია, ტურიზმის სექტორი პირველი თებერვლიდან გახსნას ითხოვდა. მათ შეხვედრებიც გამართეს მთავრობის წარმომადგენლებთან, თუმცა, ამ ეტაპზე ისევ უცნობია, როდის აღდგება ტურიზმის სექტორის მუშაობა სრულად.

დღესვე სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ. ისინი ხელისუფლებისგან შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ.