რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება. დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა კლინიკის ექიმებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და კლინიკის ხელმძღვანელებს შორის. ექიმების მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. საავადმყოფოს განახლება მოხდეს არა დემონტაჟის, არამედ სარემონტო სამუშაოების შედეგად და ამის პარალელურად, მკურნალობის პროცესი გაგრძელდეს.

მოახერხეს თუ არა მხარეებმა შეთანხმება და რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის შემდეგ, ამას თათია ტაბეშაძე გვეტყვის.