რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ზე ერთი დადასტურებული შემთხვევაა. 50 წლამდე ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. სულ კი სამედიცინო დაწესებულებაში 50 პაციენტი მკურნალობს. აქედან ექვსი რეანიმაციაშია, ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ორს კი პნევმონია აქვს, თუმცა, კორონავირუსი არ უდასტურდება. დღეს კლინიკაში ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდება, პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ამასთან, ოთხი პირი კარანტინის ზონაში გადადის და ხუთი კი ბინაზე გაეწერება.